მრავალი წლის შემდეგ, კიანუ რივზის პირადი ცხოვრება აეწყო. გასულ კვირას მსახიობმა საზოგადოებას თავისი შეყვარებული, ალექსანდრა გრანტი წარუდგინა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციაც გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ, მსახიობისა და მხატვრის რომანის დეტალები გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ წყვილის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს და აღნიშნულმა ურთიერთობამ რომანის სახე სულ ცოტა ხანია, რაც მიიღო.
კიანუ რივზის და მისი რჩეულის სიყვარულის ისტორია და ახალი ფოტოები
როგორც ირკვევა, 55 წლის კიანუ და 46 წლის, მხატვარი ალექსანდრა გრანტი უკვე ათი წელია მეგობრობენ. მეგობრობა სიყვარულში კი სულ რამდენიმე თვეა გადაიზარდა
ახლა კი 55 წლის მსახიობისა და მისი 46 წლის შეყვარებულის ირგვლივ მითქმა-მოთქმაში მესამე პირი, თეატრისა და კინოს მსახიობი, ელიზაბედ II-ის როლის შემსრულებელი, ჰელენ მირენი ჩაერთო.
როგორც ირკვევა, კიანუს შეყვარებული ალექსანდრა, საზოგადოებას ფიზიკური მსგავსების გამო ჰელენ მირენში ერევა და ყველას ჰგონია, რომ კიანუ რივზი 74 წლის მსახიობს ხვდება.
სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო გაჩნდა, რომელც 46 წლის ალესანდრა გრანტისა და 74 წლის ჰელენ მირენის გარენული მსგავსებების ხასგასმას ემსახურება.
„ეს დიდი გაუგებრობაა“ – ამბობს ჰელენ მირენი.
თუმცა კიანუ რივზი აცხადებს, რომ ის სულაც არ არის წინააღმდეგი საზოგადოებამ ისინი ერთმანეთს შეადაროს.