LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia Stinger-ის ევროპული ვარიანტი დიზელის გამწევს მიიღებს

58

კომპანია Kia-მ  საავტორო მოდელის – Stinger-ის ევროპული ვერსიის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გაირკვა, მოდელი ევროპის ქვეყნებში დიზელის აგრეგატით გაიყიდება.

Stinger-ის გამწევის ტევადობა 2.2 ლიტრს შეადგენს, ხოლო მისი სიმძლავრე 200 ცხენის ძალითა და 440 ნმ ბრუნის სისწრაფითაა განსაზღვრული. აგრეგატი 8 დიაპაზონიან, ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ გამწევი 100 კმ/სთ სიჩქარეს 8.5 წამში ანვითარებს. ,,ლამაზმანის” მაქსიმალური სიჩქარე 225 კმ/სთ-ს შეადგენს.

იხილეთ ფოტოები:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები