LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia ფოტოგრაფების ფავორიტია

39

კორეულმა Kia-მ SEMA-ს ტუნინგშოუზე დიდი ყურადღება მიიპყრო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამჯერად კომპანიამ ჯიპის ტიპის მინივენი Sedona წარმოადგინა და განსაკუთრებული პოპულარობა ფოტოგრაფებს შორის მოიპოვა.

ავტომობილის სალონში მგზავრის ადგილი გაუქმებულია და იდეალური სათავსოა ფოტოაპარატის დანადგარების შესანახად, სახურავიც ისეა დამზადებული, რომ მასზე თავისუფლად თავსდება რამდენიმე კამერა და თავად ფოტოგრაფიც. ავტომობილს აქვს უნიკალური განათების სისტემაც, რომელიც 360 გრადუსზე მუშაობს.

 

628

 

Sedona სალონში მხოლოდ ერთი სავარძელია მოთავსებული და მას შეუძლია გადაადგილება არა მხოლოდ ავტომობილში, არამედ მის გარეთაც.  თავის მხრივ, ავტომობილის სალონი სამუშაო კაბინეტს უფრო მოგვაგონებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ფოტოგრაფს მისი დატოვების გარეშე შეუძლია მუშაობა.

გარდა ამისა, საინტერესოა ამ ავტომობილის დაკიდების სისტემა, რომელიც პნევმატური სისტემის წყალობით ნებისმიერ უგზოობას უმკლავდება. რაც შეეხება ინფორმაციას ძრავისა და გადაცემათა კოლოფის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები