LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კი, ხალხმა დაინახა სიყვარული და ჩვენც ეს გვინდოდა“-ლეიდი გაგას პირველი კომენტარი

1419
gaga lady

„ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიალისა და ბრედლი კუპერთან ერთად სცენაზე ემოციურად შესრულებული სიმღერის შემდეგ, ლეიდი გაგამ პირველი კომენტარი გააკეთა. „ოსკაროსანი“ მუსიკოსი ჯიმი კიმელის შოუ სტუმარი გახდა, სადაც Shallow-ს სასცენო შესრულება დეტალურად გაარჩიეს. ჯიმი კიმელის კითხვაზე, არის თუ არა მასა და ბრელი კუპერს შორის ნამდვილი სიყვარული, გაგამ უპასუხა: „კი ხალხმა დაინახა სიყვარული და ჩვენც ეს გვინდოდა. Shallow სასიყვარულო სიმღერაა, ხოლო „ვარსკვლავის დაბადება“ სიყვარულზე შექმნილი ფილმია. ჩვენ ამ ფილმზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ბრედლიმ ყველაფერი წინასწარ გათვალა“, – ამბობს გაგა, რომელმაც ამ განცხადებით ჭორები უარყო.

ლეიდი გაგამ ბრედლი კუპერთან დუეტი ტონი ბენეტთან ჩაწერილ სიმღერას შეადარა და თქვა, რომ იქაც, სწორედ ამ ემოციის შექმნა სურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები