„ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ? – კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი?“ – ამ განცხადებით ეხმაურება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ინიციატივას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის შესახებ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს ინიციატივა არასერიოზულია. ელისაშვილის თქმით, უკეთესი იქნება, ღარიბაშვილი პარლამენტში მოიწვიონ და „ჩარტერის“ თაობაზე კითხვები დაუსვან.
„თუ პრემიერმა გადაიხადა, ვნახოთ მისი დეკლარაცია, თავი ძლივს გააქვს, მამამისი უხდის ფულს - იმდენად შეერყა რეპუტაცია, „ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით?“ – იაგო ხვიჩია
„მაშინ, როდესაც წესებს მოსახლეობის წინაშე ყოველდღე არღვევენ, უმნიშვნელოა „ქართული ოცნების“ დარღვევებზე აპელირება, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით კატაობენ“.
„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები!
ამის ნაცვლად, სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება.
კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები“.– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.