LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: სენატორებთან ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო, მიკვირს, ჩვენ რატომ არ გვეძახიან ასეთ შეხვედრაზე

128
Untitled design

პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.

პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ხვდებიან

როგორც ხვიჩია აცხადებს, სენატორებთან შეხვედრაზე „გირჩის“ გარდა ყველა პარტია იყო მიწვეული:

„გუშინ სენატორებთან ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ჩვენ არ ვიყავით. მიკვირს, რატომ არ გვეძახიან ჩვენ ასეთ შეხვედრაზე, რომ მერე აზრი გამოვთქვა, ეს მნიშვნელოვანი იყო თუ არა. ახლა მგონია, რომ ქალბატონი შაჰინი ისეთ ხალხს შეხვდა, მეეჭვება, ამან რამე მნიშვნელოვანი ხეირი მოიტანოს. არ მგონია, რომ იმ საზოგადოებას, რაც გუშინ იქ იყო და იმ ფორმატს რაც იყო, ტელევიზორში გამოჩენის გარდა, რამე შედეგი მოჰყოლოდა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი მიუნხენის კონფერენციის შემდეგ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.

ჯინ შაჰინს აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი – სალომე სამადაშვილი სენატორთან შეხვედრაზე

სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოსა და რუმინეთში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები