LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია: „მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“ – რატომ გააკეთეთ ეს, რას ერჩოდით ქართველ ხალხს?“

284
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

„რატომ ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე ასეთი შეცდომა, რომელსაც ძალით მოახვიეთ თავს პრეზიდენტი, რომელსაც 1% ჰქონდა რეიტინგი“, – ასე მიმართა“გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს „ქართული ოცნების“ მიერ თავს მოხვეულ 1%-იან პრეზიდენტს.

„ბოლო დღეებში, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“, „კარგი საქმე გაგიკეთეთ“…რატომ გააკეთეთ ეს? რას ერჩოდით ქართველ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 1% ჰქონდა მაშინ რეიტინგიო… რატომ ჩაიდინეთ ქართველი ხალხის წინაშე ასეთი შეცდომა, რომელსაც ძალით მოახვიეთ თავს პრეზიდენტი, რომელსაც 1% ჰქონდა რეიტინგი, თან კონსტიტუციას არღვევს და დღეს როგორც ვხედავთ ვერ მოხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

ფაქტობრივად, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს თქვენს მიერ თავს მოხვეულ 1%-იან პრეზიდენტს, რომელიც თან კონსტიტუციას არღვევს. ეს რატომ გააკეთეთ?

როგორ იურისტი მეტყვით, რომ მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე ასე იყო, „ნაცები“ მოდიოდნენ… თუ მაშინ, მიზანშეწონილობის პრინციპით მოქმედებდით, დღეს სად წავიდა მიზანშეწონილობის პრინციპი, როდესაც ბორელი იყო ჩამოსული, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესში გვეუბნებიან, რომ ახლა არ იყო ამის დრო.

ასევე, ვერ გავარკვიეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება რა იყო და რა – არა. თავის დროზე, ეს თქვენ როგორ გქონდათ წარმოდგენილი, როდესაც კონსტიტუციას წერდით? – აღნიშნა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო. განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი