LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩია გაბუნიას:„ვერ ვხვდები განსხვავებას რეპროდუქციის შედეგად და ჩვეულებრივი სქესობრივი აქტით ჩასახულ ბავშვს შორის, როდესაც ბავშვი იბადება, არ ვიკვლევთ რამდენად იდეალურად იყო ყველაფერი ჩასახვის დროს.. ვინ დაგიძახათ ამ სფეროში საშველად“

252
Untitled design

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დეპუტატებს „რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.

„უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს..“ – სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი დღევანდელ ბიუროზე დაინიცირდება 

კანონპროექტის გაცნობის დროს, თამარ გაბუნიას კითხვით მიმართა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ:

„მაინტერესებს, თქვენი ამ ცვლილებებით ვის ერჩით? ერჩით რეპროდუქციის შედეგად დაბადებულ ბავშვებს და მიგაჩნიათ, რომ მათ ინტერესებს იცავთ? იცავთ რეპროდუქციის პროცესში მონაწილე მშობელს, რომელიც, ამ შემთხვევაში, შემკვეთია, უნდა, რომ შვილი ჰყავდეს და ამისთვის იბრძვის თუ ებრძვით იმ ადამიანს, რომელიც უშვილო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარება? ჩემი აზრით, სამივე ეს ადამიანი, ვინც ამის შედეგად დაიბადა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, კარგი ადამიანია.

არ გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ ისინი რამენაირად ცუდი ადამიანები არიან. როდესაც სხვა დროს ბავშვი იბადება, არ ვიკვლევთ ყველაფერი რამდენად იდეალურად იყო ამ ბავშვის ჩასახვის დროს. უყვარდათ თუ არა მათ მშობლებს ერთმანეთი, სათანადო პირობები ჰქონდათ თუ არა, შეესაბამებოდნენ თუ არა ერთმანეთს, მილიონ სხვადასხვა კრიტერიუმს არ ვიკვლევთ.

მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე რეპროდუქციულ საკითხს ეხება, თითქოს, სათაკილო საქმე იყოს, ისეთი კონტროლის მექანიზმები გაქვთ შემოთავაზებული,  თითქოს, რომელიმე ეს მონაწილე ცუდ საქმეს აკეთებდეს, თითქოს, ამის შედეგად ცუდი ხდება ამ ქვეყანაში და ჩვენ მისი შედეგების აღმოფხვრა გვინდა.

არ ვიცი, ამას ნებაყოფლობით აკეთებთ, არანებაყოფლობით აკეთებთ, მაგრამ, სინამდვილეში, იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს აქამდე გაუკეთებიათ, იმ ბავშვებს, რომლებიც ასე დაიბადნენ, შეურაცხყოფას აყენებთ, თითქოს, რაღაც ცოდვილი საქმიანობის შედეგად დაიბადნენ.

თითქოს, რაღაც უკანონო საქმიანობის შედეგად დაიბადნენ, თითქოს ცუდი რამ ჩაიდინეს. იცით, რამდენი ადამიანია ამის შედეგად ქვეყანაში დაბადებული? რამდენ ადამიანს უსარგებლია ამ მომსახურებით? რატომ ებრძვით ამ ადამიანებს და ვინ მოგცათ ამის უფლება, რომ თქვენ ასე იქცეოდეთ ადამიანების გამრავლების პროცესში? ადამიანების შვილისთვის ბრძოლის პროცესში თქვენ შემოდიოდეთ, ისე, რომ არგუმენტიც კი არ გქონდეთ რა ღირებულებას იცავთ?

აქამდე რა მოხდა ცუდი? ამ ადამიანებმა ცუდი აქამდე რა გააკეთეს, რომელიც გინდათ, რომ მომავალში საზოგადოებას თავიდან აარიდოთ? საერთოდ ვის ინტერესებს იცავთ? ვინ დაგიძახათ ამ სფეროში საშველად? მგონია, რომ დღემდე დარეგულირებულია ეს სფერო, დარეგულირებულია სამედიცინო დაწესებულებები და დარეგულირებულია საპასპორტო ნაწილში, აღრიცხვის ნაწილში.

არც კი მესმის, სინამდვილეში, ამით რას ვარეგულირებთ?! მე ვერ ვხვდები განსხვავებას რეპროდუქციის შედეგად დაბადებულ და ჩვეულებრივი სქესობრივი აქტით ჩასახულ ბავშვს შორის. რანაირად შეიძლება, ერთ შემთხვევაში, ვაჭრობის რისკები არ იყოს და მეორე შემთხვევაში, დგებოდეს ვაჭრობის რისკი? ვაჭრობასთან საერთოდ რა შუაშია ბავშვი როგორ ჩაისახება?“ – თქვა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისათვის, სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, ბიუროზე 19 ივნისს დაინიციირდა. მთავრობის ინიციატივა სუროგაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდის ნებადართულს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამჟამად მოქმედ კანონში ბევრი რისკებია, ხოლო ცვლილებებით საქართველოში კანონი ევროპული სტანდარტების შესაბამისი გახდება.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, „არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს“. მისივე თქმით, დაწესებულებები შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის ლიცენზირებას დაექვემდებარება.

„ჩვენი სურვილია, რომ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული“ – პრემიერი