Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ხვიჩა კვარაცხელიას მამა: გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო – ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვიჩა კვარაცხელიას მამა: გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო – ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის

271
BeFunky-collage - 2023-04-20T002132.965

გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო… ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის, – აღნიშნულის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რა­სთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხვიჩა იმდენ ხალხს უყვარს, რამდენიმე ღვარძლიანი ადამიანის კრიტიკას როგორმე აიტანენ.

„ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით! ხვიჩასთვის პირველ პლანზე არის ფეხბურთი და შემდეგ ყველაფერი სხვა. უფრო სწორად, ჯერ სიყვარულისა­ და თანაგრძნობის უნარი, შემდეგ კი – ფეხბურთი­ და სხვა დანარჩენი. ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგ კიდევ ჩვენზე­ ფიქრობს.

დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებსო. არადა, როგორი გასაძლებია, რაც „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ ხდებოდა?! გვირეკავდნენ, მოგონილ ნიუსებს ავრცელებდნენ სათაურებით: „ხვიჩას ბებია გარდაიცვალა“, „ტრაგედია ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში“ და ა.შ.

ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის. ვერ აიტანეს, რომ უამრავი პრობლემით დამძიმებული ხალხი იმედით აავსო ფეხბურთში მიღწეულმა მცირე წარმატებებმა. ასეთ ხალხს არც მივიჩნევ ქართველებად: თავისი ქვეყნის, თავისიანის წარმატება რომ არ უხარია და ბოღმით ივსება, რაღა ქართველია? სამიზნე მხოლოდ ხვიჩა და ჩემი ოჯახი რომ იყოს, ჩვენ კი მოვითმენთ, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას, იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო…

თურმე მათ უნდა შევუთანხმოთ, ჩემი შვილი პატრიარქს ესტუმროს თუ არა. ნეტავ, ამაზე მეტი საგინებელი არ ჰქონდეს ჩემს ოჯახს, გვარს და სანათესაოს! ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, როცა საქართველოში წარმოებულ პრეზერვატივზე კათოლიკოს-პატრიარქი და თამარ მეფე დახატეს?! თუმცა ჩემი შვილი იმდენ ხალხს უყვარს, რამდენიმე ღვარძლიანი ადამიანის კრიტიკას როგორმე ავიტანთ“, – აცხადებს ბადრი კვარაცხელია.

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს… ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ – ხვიჩა კვარაცხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები