ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მოყვა ფეხბურთელის „ლოკომოტივიდან“ წასვლაზე და მისდამი თვით ლონდონის „არსენალის“ ინტერესზე. ინტერვიუ რუსულ სპორტულ საიტზე გამოქვეყნდა.
რატომ არ დარჩა ხვიჩა „ლოკომოტივში“?
„ლოკომოტივს“ უნდიდა მას კიდევ დაკვირვებოდა. მე არ მინდოდა კიდევ ერთი წელი მომეცადა. ჩემი პროფესია საშუალებას არ იძლევა ასეთ დამოკიდებულებას მოთამაშისადმი. ღმერთმა ნუ ქნას და ტრავმა?
რატომ არ წავიდა კვირკველია ინგლისში?
დავსხედით ხვიჩას ოჯახთან ერთად, მოვისმინე რა არ აწყობდათ. მეტი არც არაფერი ყოფილა. „ლოკომოტივის“ აზრით, ხვიჩამ ვერ დაამტკიცა, რომ ის გუნდს სჭირდებოდა.
ლესტერი კვირკველიაში 2018 წელს 10 მლნ ევროს იხდიდა
სიომინი რას ფიქრობდა?
ის ყვიროდა, რომ ხვიჩა ვარსკვლავია.
ევროპიდან იყო ინტერესი?
ბევრი წინადადება იყო. ამაზე „რუბინში“ იციან: „დინამოსთან“ მატჩზე ლონდონიდან ჩამოვიდნენ, „არსენალი“ უყურებდა. მას ყურადღებით აკვირდებიან.
„ლოკომოტივმა“ შეცდომა დაუშვა მისი გაშვებით?
დრო გვაჩვენებს. 4-5 წელი გავა და თუ კვარაცხელია ვარსკვლავი გახდება, ესე იგი „ლოკო“ შეცდა. თუ ხვიჩა დარჩება „რუბინში“ და იქნება საშუალო მოთამაშე რუსეთში, ესე იგი მე შევცდი. თუმცა მე მგონია, რომ არ შევმცდარვარ.