ერთა ლიგაზე გუნდებმა 4 ტური ერთმანეთის მიყოლებით ითამაშეს. საქართველომ მშვენიერი შედეგი აჩვენა – 4-დან 3 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. Whoscored-მა ჯგუფის სიმბოლური რომ შეადგინა, ჩვენგან 6 ფეხბურთელი შეიყვანა.
SofaScore-მა (ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის ვებგვერდი) კი ამ 4 ტურის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა და პირველზე ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა. განვლილ 4 მატჩში ხვიჩას 8.2 ქულა დაუგროვდა და სულ მცირედით გაასწრო ცნობილ თურქ ფეხბურთელს, „ინტერის“ ჰაკან ჩალჰანოღლუს.
კვარაცხელიას შეფასებები მატჩების მიხედვით ასეთია: 8,5 ქულა – გიბრალტართან და გასვლაზე ბულგარეთთან, 7,6 ქულა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 8.2 – შინ ბულგარეთთან.
ტოპ-5 მოთამაშის რეიტინგი:
1 ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 8,2
2 ჰაკან ჩალჰანოღლუ (თურქეთი) – 8,18
3 რობერტსი სავანიექსი (ლატვია) – 8,07
4 მანორ სოლომონი (ისრაელი) – 8,03
5 ჯონ მაკგინი (შოტლანდია) – 8,03