LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მძიმე იქნება, ყველაზე დიდი უსამართლობა რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ხვალ უნდა დასრულდეს – გიორგი აბდალაძე

13612249_10208503545801149_3708804912877575988_n

ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მძიმე იქნება,ყველაზე დიდი უსამართლობა რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ხვალ უნდა დასრულდეს – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ხვალინდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მძიმე იქნება, ყველაზე დიდი უსამართლობა რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ხვალ უნდა დასრულდეს , სამწუხაროა რომ ამ დღეს ჩემი უფროსი გარდაცვლილი ძმა ვერ ესწრება ვერც დეიდაჩემი რომელის უზომოდ მიყვარდა ,ვერც ირაკლი გედენიძის დედა ,მადლობა ყველას ვინც ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეთ, ვინც გლდანის ჯოჯოხეთთან იბძოდით ჩვენი სიმართლისათვის,მადლობა ყველა ჟურნალისტს იმ ადამიანებს ვინ გვეხმარებოდით ყოველი დღე გვებძოლა ხვალინდელი დღისათვის ,განაჩენი რომელიც ხვალ უნდა დადგეს ეს თქვენი თითოეულის გამარჯვების დღეა ,მადლობა მადლობა ყველას მადლობა . სააპელაციო სასამართლოში 11 საათზეა ფოტოგრაფების საქმის დასასრულია,”- წერს ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები