ხვალიდან ვბრუნდებით! „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – კონცეპტArt-ის აქცია მონატრებული მაყურებლისთვის ცნობილ არტისტებთან ერთად გრძელდება!
პროექტის პრემიერა 27 იანვარს შედგა და მსმენელის მოწონება და სითბო დაიმსახურა. მას შემდეგ კონცეპტArt-მა არაერთი წერილი მიიღო თბილისის სხვადასხვა უბნის სამეზობლოსგან მათ ფანჯრებთან კონცერტის გამართვის თხოვნით. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამეზობლო ჭავჭავაძის 78 აღმოჩნდა და 15 აპრილს 18:00 საათზე მათივე თანაორგანიზებით კონცეპტArt-ის მოძრავი სცენა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან, ნიკოლოზ რაჭველთან და გიორგი ცაგარელთან ერთად სწორედ ჭავჭავაძის 78-ს ეწვევა. საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ანასტასია აღლაძე (ვიოლინო),
ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა), მარიამ ჯანჯღავა / Janngo (ვოკალი), ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.
პროექტის ავტორი – თეონა ჯორბენაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე.
პროექტი თბილისის მერიის ტექნიკური მხარდამჭერით ხორციელდება.
#მუსიკაშენსფანჯრებთან #კონცეპტArtვჭავაძის 78 აღმოჩნდა და 15 აპრილს 18:00 საათზე მათივე თანაორგანიზებით კონცეპტArt-ის მოძრავი სცენა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან, ნიკოლოზ რაჭველთან და გიორგი ცაგარელთან ერთად სწორედ ჭავჭავაძის 78-ს ეწვევა. საღამოში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა), მარიამ ჯანჯღავა / Janngo (ვოკალი). პროექტის ავტორი – თეონა ჯორბენაძეა, მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი მხატვარი კი ვანო ჭელიძე. პროექტი თბილისის მერიის ტექნიკური მხარდამჭერით ხორციელდება”,- აღნიშნულია პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში.