LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აღარ ივლიან- გიორგი გახარია

1989
sbcsa

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად, ხვალიდან თბილისში სამარშუტო ტაქსები აიკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა დროებით ეკრძალებათ

“უახლოეს პერიოდში, ხვალიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის რეკომენდაციები ყველა მოქალაქემ უნდა შეასრულოს და წესების დაცვის შემთხვევაში, პანიკის საფუძველიც არ გვექნება.

სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია რაღაც მომენტში ამის საჭიროებაც დადგეს.

კორონავირუსი საქართველოში კიდევ ერთ პირს დაუდგინდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები