LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან თბილისში 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

456
2

სატრანსპორტო პოლიტიკა და კახა კალაძის დაპირებები – დედაქალაქის მერმა ევროპის მოედანზე გამართულ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე მოქალაქეებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები გაახსენა. 

მერია დამატებით 110 ახალ 12-მეტრიან ავტობუსს იყიდის

"ქალაქის მოსახლეობა იმსახურებს ახალ, კომფორტულ, სწრაფ ავტობუსებს და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგავრებთ“

კალაძემ აღნიშნა, რომ ის ასრულებს ყველა დაპირებას და 4 წლის განმავლობაში მთლიანად მოაწესრიგებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას. 

მისი თქმით, თბილისისთვის შეძენილი 220 8 მეტრიანი ავტობუსიდან, 60 ერთეული ხვალიდან უკვე დედაქალაქის ქუჩებში იმოძრავებს.

“სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები და მიზანი რა არის – მე პირობა დავდე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მოსახლეობას 7 ძირითადი მიმართულება წარვუდგინე, რაზეც 4 წლის განმავლობაში ვიმუშავებდი. 

მათ შორის ერთ-ერთი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ ცვლილებებში შედის: პირველი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

                  ყვითელი ავტობუსები , რომლებიც თბილისს ემსახურება უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით. “, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერმა მეტროში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განახლდება მეტროსადგურები, არსებული შემადგენლობები, ასევე იგეგმება ახალი შემადგენლობების დამატება.

დიღომში, შესაძლოა, მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ – მაია ბითაძე

პრეზენტაციის შემდეგ კალაძემ ავტობუსები დაათვალიერა და დეტალურად ისაუბრა, რომ ის აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, არის მონიტორები, მაქსიმალური კომფორტია შექმნილი მძღოლებისთვის , შშმ პირებისთვის კი ავტობუსებში პანდუსია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები