თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა კი 2021 წლის 15 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდებათ, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) – 2022 წლის იანვრის განმავლობაში.
საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge – ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.