LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარი იქროლებს

172
ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წინასწარი პროგნოზით, 6 ივლისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარი გაძლიერდება.

„9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და 6 ივლისს ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

6 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება,“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები