ხვალიდან პენსია იზრდება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, 1 ივლისიდან პენსია 20 ლარით იზრდება და 180 ლარი გახდება.
ამასთან, სერგეენკოს თქმითვე, პენსია ასაკით პენსიონერების გარდა გაეზრდებათ პირველი ჯგუფის ინვალიდებს ,შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს, მათი პენსიაც 180 ლარი იქნება.
რაც შეეხება მაღალ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას, მათი პენსია სექტემბრიდან 216 ლარი გახდება.