LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან Myway Airlines რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

58

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, რეისები თბილისი-ხარკოვი-თბილისის, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის, თბილისი-თეირანი-თბილისის, ბათუმი-თეირანი-ბათუმის და თბილისი-სამარა-თბილისის მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისი-ხარკოვი-თბილისი – 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.
  • ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი – 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;
  • თბილისი-თეირანი-თბილისი – 14 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე – ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს;
  • ბათუმი-თეირანი-ბათუმი – 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს;
  • თბილისი-სამარა-თბილისი – 23 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. პირველ რეგულარულ რეისს Myway Airlines თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით 12 ივნისს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Myway Airlines-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა.

ცნობისთვის, Myway Airlines-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე Myway Airlines-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები