კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ორშაბათს უკრაინის დედაქალაქში ონლაინ სწავლა განახლდება. როგორც კიევის მერი ტელეგრამის არხზე წერს, დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთი მკაცრი საომარი მდგომარეობის პირობებში.
„28 მარტს სასწავლო პროცესი განახლდება დედაქალაქში ონლაინ ფორმატში. ეს იქნება უფრო ადაპტირებული არსებულ პირობებთან. გამოყენებულ იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმები სტუდენტებისთვის.
რუსები ცდილობენ ჩვენს დაშინებას. ეს არ იმუშავებს! ჩვენ არ დავნებდებით!“, – აღნიშნა კლიჩკომ.