LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

43
ამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 1-ელ ივლისს დაიწყება. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, ხოლო 14 ივლისიდან პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.

28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის გამოცდების დეტალური განრიგი შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ ნახონ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის გაცხადებით, გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული კორონავირუსი ექნებათ, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.