LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

332

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების განრიგი შემდეგია:

1-2 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ქართული ენა და ლიტერატურა.

4-5 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ზოგადი უნარები.

6-7 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ინგლისური ენა.

6 ივლისი პირველი სესია – რუსული ენა. 6 ივლისი, მეორე სესია – ფრანგული ენა.

7 ივლისი, მეორე სესია – რუსული ენა. 7 ივლისი, პირველი სესია – გერმანული ენა.

12 ივლისი, მეორე სესია – სამოქალაქო განათლება.

14 ივლისი, პირველი სესია – მათემატიკა.

15 ივლისი, პირველი და მეორე სესია – გეოგრაფია.

18 ივლისი, პირველი და მეორე სესია – ისტორია.

19 ივლისი, პირველი სესია – ლიტერატურა.

20 ივლისი, პირველი სესია – ბიოლოგია.

21 ივლისი, პირველი სესია – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

21 ივლისი, პირველი სესია – ქიმია.

22 ივლისი, პირველი სესია – ფიზიკა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.