LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ე. წ. საზღვარი იკეტება – შეზღუდვები ახალი წლის შემდეგ მოიხსნება

220
ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. ხელისუფლება განცხადებას ავრცელებს და ე. წ. საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ წერს.

30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება პერევთან არსებულ ერთადერთ პუნქტსაც კეტავს

ოკუპირებული ახალგორი და ე. წ. საზღვარი, რომელიც უკვე 115 დღეა დაკეტილია

სააგენტოს ინფორმაციით, ე. წ.  საზღვრის ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.

ამ თემაზე სუსში ამბობენ, რომ ცხელი ხაზი გააქტიურებულია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ინფორმაცია მიწოდებული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები