LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები ივლიან

166
eleqtroavtobusi2

20 ოქტომბრიდან, ბათუმში ელექტროავტობუსები ივლიან. ამ ეტაპზე, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 8 ელექტროავტობუსი შეიძინა. მათი ღირებულება კი 4 მილიონ ევროს შეადგენს.

„ეს თანამედროვე სერვისებით აღჭურვილი ავტობუსებია, რომელიც ასევე, შშმ პირებზეა ადაპტირებული”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე, ხაზზე 5 ავტობუსი გავა, რომელიც 70 მგზავრზეა გათვალისწინებული და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვისაა ადაპტირებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შეგახსენებთ, რომ 8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელარუსულ კომპანია ”ბელკომუნამაშს” შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები