LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ბაგა-ბაღები დროებით დაიხურება

121
41873030-2342825965733990-7394226704794779648-o

დედაქალაქის მერის განცხადებით, ხვალიდან ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება, სანამ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდება. კახი კალაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს და ძალაში უკვე ხვალიდან შევა.

“ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. გუშინ საბჭოზე ძალიან ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ რა თქმა უნდა ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, შესაბამისად გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოზე იქნა გაჟღერებული, ხვალიდან შევა ძალაში” – განაცხადა კახი კალაძემ.

თბილისის მერმის განკარგულებით, მერის მოადგილეს ილია ელოშვილს დაევალა კვების საკითხის მოგვარება. მშობლებს ექნებათ საშუალება კვლავ მიიღონ ის პროდუქტი, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

„მინდა, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უზრუნველყოს კვების საკითხი, ისევე, როგორც ამას პანდემიის პერიოდში ვაკეთებდით და მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკვები რაციონი სახლში წაეღოთ. პროდუქტებით უზრუნველყოფა მოვახდინოთ ისე, როგორც ეს წინა თვეების განმავლობაში გვქონდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

მისივე თქმით, ყველა საჯარო ბაღი მუშაობას შეაჩერებს იქამდე, ვიდრე საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ სხვაგვარი რეკომენდაცია არ გაიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები