LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი იქნება

204
ტექისნპექტირება

1-ლი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. თანხა მსუბუქი ავტომობილებისთვის, მსუბუქი სატვირთოებისა და მსუბუქი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 20 ლარით, ხოლო სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებზე 30 ლარით განისაზღვრა.

სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტური იქნება.

შეგახსენებთ, 1-ელ თებერვლამდე, თუკი ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გაივლიდა, მას 30-დღიანი ვადა ეძლეოდა ხარვეზების გამოსასწორებლად და ამ პერიოდში მათთვის განმეორებითი ტექინსპექტირება უფასო იყო. პირველად ტექინსპექტირებაზე კი კვლავ უცვლელი ტარიფები მოქმედებს, 60 ლარი მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო სატვირთოებსა და ავტობუსებზე 100 ლარი.

ამავე თემაზე: 2022 წელს ტექინსპექტირება საქართველოში ავტომობილების ნახევარმა გაიარა – მეორე ნახევარი შემოწმებაზე არ მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები