LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ამინდი უარესდება – მოსალოდნელია ძლიერი ქარი, თოვლი და ნისლი

793
FORTUNA.GE- (4)

23 და 24 თებერვალს,  სინოპტიკოსები ქვეყანაში ამინდის გაუარესებას ელიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დაბლობსა და ბარში, დღის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი იქნება.

25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში შესაძლოა თოვა და ნისლი.

რაც შეეხება ამინდს დედაქალაქში, თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.

24 თებერვალს დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 25 თებერვალს ღამით -5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები