ხვალიდან, ანუ 15 მაისიდან, ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის მიმართულებაზე პირდაპირ ფრენებს განაახლებს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, Air Astana-ს ალმათი-ბათუმის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 12:00 საათზე დაეშვება.
ცნობისთვის, Air Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.