LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ვაპირებდით მის გაწერას…არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია: ექიმი გარდაცვლილ კოვიდპაციენტზე

4159
ლალი ტურძელაძე

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ კლინიკის ფანჯრიდან გადახტა, თავს კარგად გრძნობდა და ხვალ მის გაწერას აპირებდნენ.

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა

ის ასევე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რას შეიძლება მიეყვანა კაცი თვითმკვლელობამდე.

„თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას. დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი. საშუალო სიმძიმიდან გამოვიდა. დღესაც გვინდოდა გაწერა, მაგრამ რადგან კიდევ გვინდოდა ანალიზების გაკეთება, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეწერა.

საერთოდ არავითარი კონფლიქტი არ ჰქონია“, – ამბობს ტურძელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები