თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი თბილისში 16 ივლისს გამართავენ შეხვედრას.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა გაავრცელა.
შეხვედრის თაობაზე სხვა დამატებითი ინფორმაცია უცნობია.