1 დეკემბერს თბილისში ახალი თეატრი იხსნება, თბილისის კამერული თეატრი – ასე უწოდეს ახალგაზრდა ხელოვანებმა რეჟისორ გიორგი აფხაზავას ლიდერობით სივრცეს, რომელიც ხვალიდან მაყურებელს უმასპინძლებს. თეატრი გაიხსნება პრემიერით, უილიამ შექსპირის „ქარიშხალს“ გიორგი აფხაზავა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად წარადგენს.
რეჟისორი, ექიმი, ადვოკატი, ფსიქოლოგი: თბილისს კამერული თეატრი შეემატება
პროექტი თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროსა და ფონდ არტ-ლაბის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით ხორციელდება.
თბილისის კამერული თეატრის დასი სულმოუთქმელად ელის პრემიერას და იმედოვნებს, რომ ახალი თეატრალური სივრცე თავს შეაყვარებს ქართველ და უცხოელ მაყურებელს.