„როდის შევა „გირჩი“ პარლამენტში – ეს შეიძლება მოხდეს ხვალ“,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, თუ მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება, შეიძლება ყველა პოლიტიკური პარტია აღმოჩნდეს პარლამენტში.
„თუ შეთანხმებით დასრულდება მოლაპარაკება შეიძლება ყველა პარლამენტში აღმოჩნდეს, ან პირიქით, შეიძლება შეთანხმება ვერ შედგეს, ამ შემთხვევაში პარლამენტში შესვლას უბრალოდ აზრი არ აქვს“,-განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს დილიდან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები. დანიელსონი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.