Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ხვალ საქართველოს რუსეთი ელის: უკან დასახევი გზა მოჭრილია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საქართველოს რუსეთი ელის: უკან დასახევი გზა მოჭრილია

81

ხვალ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის მეორე შეხვედრას გამართავს. ჩვენების მეტოქე პრინციპულია – რუსეთის ნაკრები. თამაშის ფასს ისიც ზრდის, რომ ქართველმა ჭაბუკებმა პირველი მატჩი წააგეს და უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია.

ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე პირველი შეხვედრიდან გამომდინარე გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. აი რა თქვა მაისურაძემ:

„ძალიან ცუდად დავიწყეთ ელიტ-რაუნდი, ბოსნიასთან სამწუხაროდ დავმარცხდით. რაც შეეხება მეკარე ლუკა გუგეშაშვილის შეცდომას, მესმის, რომ ჯერ ასაკით პატარაა და ხარვეზები ყველას აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ნამეტანი იყო. რუსეთთან მატჩამდე გადავწყვეტთ, დადგება თუ არა ის კარში. ცვლილებები იქნება. ამ წაგების შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსები საგრძნობლად გართულდა, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ“.

საქართველო-რუსეთის დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.

16:00 საათზე კი იტალია და ბოსნია ითამაშებენ. შეგახსენებთ, პირველ ტურში იტალიამ რუსეთი 4:0 დაამარცხა, ბოსნიამ კი ჩვენ 2:1 მოგვიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები