ხვალ, 26 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება.
27 მაისს კი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. ასევე, ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებს გაეცნობა.
მოგვიანებით კი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. გარდა ამისა, 27 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდება.