მთაში და მაღალმთიან რეგიონში თოვლი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი შტორმი – სინოპტიკოსები ხვალ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.