LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო სადეპუტატო მანდატებთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელებს განიხილავს

93
კოლაჟი

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არ შეწყვეტის თაობაზე, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელებზე იმსჯელებს.

საკითხს ცხრა მოსამართლის შემადგენლობით  პლენუმი განიხილავს და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლო დეპუტატის უფლებამოსილების არ შეწყვეტის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნების” უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.