Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ პარლამენტში პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ

106

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, აცხადებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ ხვალ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში, სადაც კონსტიტუციაზე მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ.

აბაშიშვილი იმედოვნებს, რომ ეს არის გაუგებრობა და უახლოეს მომავალში გაირკვევა ყველაფერი.

„ხვალ პარლამენტში არის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მე, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი მივემგზავრებით ქუთაისში ამ განხილვაზე.  დღეს ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია და პროექტიც და არსად წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს, საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი, საკუთარი მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვა საკუთარ სამუშაო ოთახში. იმედი მაქვს, რომ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი მოგვარდება, რადგან ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ სამუშაო ოთახში შესვლას და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნას,“- განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ეკონტაქტებოდა.

“ფორტუნამ” სცადა აპარატის უფროსთან ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები