ხვალ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდებიან. მორწმუნეები ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად ელოდებიან. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ხვალ, დღის ბოლოს ჩამოაბრძანებენ.