LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ გავიგებთ, შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან – გარკვეული სცენარები განიხილება

133
imedinews-12

24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც მთავრობის გუნდის წევრებს შორის, ასევე ბიზნესსექტორთან. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა გარკვეული სცენარები განიხილება და შესაძლოა, ხვალაც გახდეს ცნობილი.

„გვესმის, რომ სამწუხაროდ, შემზღუდავი ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლის ერთადერთი პასუხია, მაგრამ ეკონომიკური მოცემულობაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის დასაქმებულების მდგომარეობის შენარჩუნება. აქ ოქროს შუალედი და გარკვეული ბალანსი უნდა დაიჭიროს ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ. რამდენი პაციენტის მომსახურება შეუძლია ჯანდაცვის სექტორს, ალბათ, ეს არის სწორი ზღვარი, სადაც უნდა გაიაროს ნებისმიერმა ქვეყანამ და გადაწყვეტილებები ამას უნდა ეფუძნებოდეს. რაც შეეხება 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნას, ამაზე მიდის მუშაობა როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბიზნესთან. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა გარკვეული სცენარები განიხილება და უახლოეს ხანებში, იგივე ხვალ თქვენთვის ცნობილი გახდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები