გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს 25 წელი შეუსრულდებოდა – ამის შესახებ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი წერს და აცხადებს, რომ ის მოკლეს.
“ხვალ ერთი პატარა, ლამაზი გოგოს დაბადების დღეა, რომელსაც 25 წელი შეუსრულდებოდა. იგი ამ დღეს ღმერთის სასუფეველში ხვდება , ეს გოგო არის თამარ ბაჩალიაშვილი, სულ 23 წლის იყო და მოკლეს. გილოცავ თამარ დაბადების დღეს, ღმერთმა აცხონოს შენი სული, დრონი მეფობენ და არა მეფენი, მოვა დრო და უფალი მიაგებს შენს მკვლელებს საზღაურს შენთვის სიცოცხლის წართმევისთვის”, – წერს რამიშვილი.
ცნობისთვის, 2 წლის წინ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილი იპოვეს.