LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – სიგნალები ჩვენი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება: ვოლოდიმირ ზელენსკი

54
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინა მნიშვნელოვან სიგნალებს გააკეთებს. ზელენსკის ვიდეომიმართვას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ჩვენ ვამზადებთ გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სიგნალები ჩვენი სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სასურსათო უსაფრთხოების სამიტში და ონლაინ შეხვედრებს გამართავს ამერიკელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან.

„ეს არის გლობალური უსაფრთხოების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ელემენტი და უკრაინას აქვს სათქმელი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა დონეზე – თავდაცვა, ფინანსები, ეკონომიკა, დიპლომატია“, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები