საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ, 12 აგვისტოს ნიკო კვარაცხელია 23 წლის უნდა გამხდარიყო.
როგორც ნინო ზამბახიძე წერს, წიგნში „მომავლის ბიჭი“ მკითხველი ნიკოს ცხოვრების ხანმოკლე, საინტერესო და წარმატებული ცხოვრების ისტორიას გაეცნობა. მკითხველს შესაძლებლობა ექნება წიგნის საშუალებით იხილოს ნიკოს უცნობი ნახატები.
„ხვალ ჩემი ნიკოს დაბადების დღე არის, 23 წლის უნდა გამხდარიყო მის დაბადების დღეს ჩვენ აქ ის კი იქ აღნიშნავს
მომავლის ბიჭი – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც მკითხველი გაეცნობა ნიკოს ხანმოკლე, თუმცა ძალიან საინტერესო და წარმატებული ცხოვრების ისტორიას. წიგნში ასევე წაიკითხავთ მისი მეგობრების მონათხრობ ამბებს ნიკოზე და იხილავთ საზოგადოებისთვის უცნობ მის ნახატებს. წიგნის ელექტრონული ვერსია განთავსდება ნიკოს შექმნილ feeds -სის პლატფორმაზე:
12 :00 ნიკოს მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება ვაჟა-ფშაველას #96 მდებარე სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში იქ სადაც
მალე, კომფორტული დასასვენებელი ადგილი “მომავლის ბიჭის” სახელობის გახდება. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ ინიცირებულია ვაჟა-ფშაველას #96 არსებული სკვერისთვის ნიკო კვარაცხელიას სახელის მინიჭების გადაწყვეტილება.
13:00 საათზე გაიმართება ნიკო კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი, “ნორჩი დინამოელი”, “ვიტ ჯორჯოა” “ავაზა” და “მერანი” მიიღებენ მონაწილეობას . ძნელია ეს ყველაფერი ძალიან ძნელი!“, – წერს ნინო ზამბახიზე.