LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ, 28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს გამართავს

1190
ღია-კარის-დღე

2022 წლის 28 მაისს 12:00 საათიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ღია კარის დღე, სადაც წარმოდგენილი იქნება მედიცინის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები,  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული  პროგრამა და საექთნო საქმის  და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები.

13:00 საათიდან სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელიც მათ გააცნობს დეტალურ ინფორმაციას  უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან და სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რომელთაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან ერთად, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენენ.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზირი N33, თსსუ–ის III კორპუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები