როგორ ავაჩქაროთ მეტაბოლიზმი ვარჯიშის გარეშე?
სწრაფი მეტაბოლიზმი გეხმარებათ, მეტი კალორია დაწვათ. ადამიანების ნაწილს ბუნებრივად აქვთ სწრაფი მეტაბოლიზმი, ნაწილს კი – ძალიან უჭირს წონაში კლება.
გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, ვარჯიშის გარეშე მოახერხოთ კალორიების დაწვა.
წყალი
წყლის ჭარბი მიღება დაგეხმარებათ, კალორიები სწრაფად დახარჯოთ. კვლევა აჩვენებს, რომ 0.5 ლირტრი წყლის მიღება მეტაბოლიზმს 30%-ით გაზრდის.
ასევე, აუცილებელია, რომ წყლის მიღება მთელი დღის მანძილზე გადაანაწილოთ.
საუკეთესო შედეგებისთვის, დალიეთ ცივი წყალი.
საუზმე
ყველამ იცის, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დილით სწორად იკვებებიან, მეტს იკლებენ, ვიდრე ისინი, ვინც საუზმეზე უარს ამბობს.
ძილის დროს მეტაბოლიზმის სიჩქარე იკლებს და პირველი კვება (საუზმე) აუცილებელია, რომ პროცესი გააქტიურდეს.
წახემსება
დღის განმავლობაში ექვსჯერ უნდა იკვებოთ (უნდა დაიცვათ ერთი და იგივე შუალედები). შედეგად – არ იქნებით მშიერი. კვებებს შორის არ უნდა იყოს 4 საათზე მეტი შუალედი.
ცილა
ადამიანების უმეტესობას ნახშირწყლის შემცველი პროდუქტი უფრო უყვარს, თუმცა ცილა წონაში კლებისთვის აუცილებელია.
თუ საკვების შემადგენლობაში მეტი წილი ცილა იქნება, დაგეხმარებათ დამატებით 150-დან 200 კალორიამდე გახარჯოთ.
ყავა
ვის არ უყვარს დილით ფინჯანი ყავა?!
კოფეინი უმეტესი ადამიანისთვის დღის კარგი დასაწყისია, ამასთან, გაზრდის თქვენს მეტაბოლიზმს.
დილის ყავა არა მხოლოდ გამოგაფხიზლებთ, არამედ დააჩქარებს ცხიმის დაწვას და მეტაბოლიზმის დონეს სამი საათის მანძილზე შეგანარჩუნებინებთ.