LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთი ელექტრომობილი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებიან

154

6 მარტს ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში უმსხვილესი ავტოსალონის კარი გაიხსნება, რომელიც ყოველწლიურად, ჟენევაში ტარდება. სხვა დანარჩენი მსურველები კი საავტომობილო სიახლეებს 9 მარტიდან დაათვალიერებენ.

ექსპერტებმა ის ხუთი ელექტრო ავტომობილი დაასახელეს, რომელსაც საზოგადოება ყველაზე მეტად ელოდება.

ტოპ ხუთეულს მარკის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი ქროსოვერი – Hyundai Kona Electric გახსნის. სიახლეს ერთბაშად ორი მოდიფიკაციით წარმოადგენენ. ერთი დატენვით ავტომობილი 470 კილომეტრამდე გადის.

მეორე პოზიციაზე Mercedes EQ C განთავსდა, რომელსაც ორი ელექტროძრავი აქვს. სავარაუდოდ, მისი სვლის მარაგი 500 კილომეტრამდე იქნება.

სამეულს Jaguar I-Pace ასრულებს, რომლის ელემენტების 80%-ის დამუხტვაც სულ რაღაც 45 წუთში იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი ელექტრო ავტომობილი, რომელსაც საზოგადოება მოუთმენლად ელის, Renault Zoe გახლავთ.

და ბოლოს, მეხუთე ადგილი რეიტინგში სპეციალისტებმა ქროსოვერ SsangYong e-SIV Electric Concept-ს მიანიჭეს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/საათია, სვლის მარაგი კი 450 კილომეტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები