LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურვალეთში ახალი მავთულხლართები გაჩნდა

a82754b

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ახალი მავთულხლართები გაჩნდა. ამჯერად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ქუჯოშვილების ბაღს შეეხო. აქ ოკუპანტები მავთულხლართებს დილიდან ავლებდნენ.

იმ ადგილას, სადაც გუშინ მათ მავთულხლართები გაავლეს, ე.წ. მესაზღვრეები მანქანით მივიდნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ „ახალი მავთულხლართების“ გაბმა რუსმა სამხედროებმა მედიისა და პოლიციის გამოჩენის შემდეგ შეწყვიტეს. ისინი შიშობენ, რომ რუსი სამხედროები მათ გაბმას ისევ გააგრძელებენ, რადგანაც ე.წ. მესაზღვრეების მანქანა ოკუპირებულ ძუკაანთკარში ამ დრომდე დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები