LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურჩაში მომხდარ მკვლელობას დე-ფაქტო აფხაზეთი ქართულ მხარესთან ერთად განიხილავს

71

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სოფელ ხურჩაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი ვითარების დაძაბვისთვის. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მომხდარი ფაქტით საინფორმაციო ომში პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს დ ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს.
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე და გამოძიების დასრულებამდე შეფასებებისგან თავი შეიკავოს. ე.წ საგარეო უწყება აცხადებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის განხილვას, უახლოეს მომავალში ქართულ მხარესთან ერთად გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები