ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს. როგორც ხურჩის რწმუნებული, ბადრი ხუნჯგურუა, ამბობს, მავთულხლართები იმ ადგილას არის გაბმული, სადაც რამდენიმე თვის წინ რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს.
“დაახლოებით, 2 ჰექტარ მიწაზეა საუბარი, რომელსაც ადგილობრივები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ. ფაქტობრივად ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს,“ – განაცხადა ხუნჯგურუამ.