მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაზე დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „სახელ-გვარ წართმეული ადამიანების კომენტარზე კომენტირება, სირცხვილია“.
ამ განცხადების საპასუხოდ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უსინდისობით და უზნეო ქმედებით „ნაცმოძრაობას“ გაუსწრო“:
„ელემენტარული კულტურაა, რომ კოლეგას ეს არ უნდა აკადრო.. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციის დიდი ნაწილი უინტელექტო არსებების თავშეყრაა. სირცხვილი, პოლიტიკური მათხოვრობაა, რასაც ისინი სჩადიან. დადიან უცხოეთში კარდაკარ და საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობებს ითხოვენ ისე, რომ ქვეყნის ბედი არ აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ საკუთარ ხალხს უნდა სთხოვონ, ანდონ ქვეყნის მართვა. ამდენი მარცხის შემდეგაც ვერ ისწავლეს, რომ ჯერ ქართველ ხალხს უნდა ემსახურონ და შემდეგ უცხოეთს, ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვან და შემდეგ სხვისი. ვიდრე ამას არ შეიგნებენ, მანამდე მათი სიტყვა დარჩება „მდაბიოთა ხმა მღაღადებლისა“, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძემ განაცხადა:
„ამ ადამიანებმა ჯერ სახელი და გვარი დაიბრუნონ, განცხადებებს რომ სხვა უწერს და მათი სახელი და გვარით აქვეყნებს, ჯერ თავიანთი სახელი და გვარი დაიბრუნონ“.