LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუნდაძე: „რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ“

133
Untitled design

„მშვიდობიან პოლიტიკაში საქართველოს უდიდესი უპირატესობა აქვს. ვინც ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას აკრიტიკებდა, ამერიკა-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, პოზიციას აუცილებლად შეიცვლის“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, „ოპოზიცია ფიასკოს ყოველდღიურად განიცდის, მათ კი ძლიერი და გონივრული პოლიტიკის შედეგად, მხარდამჭერები ყოველდღე ეზრდებათ“.

„შეუძლებელია, არ შევეხო ამერიკაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას და პარალელურად, ამერიკის სენატის მიერ უკრაინისთვის და ისრაელისთვის დაფინანსების შეწყვეტას. მეორე საკითხი პირველის შედეგია.

მსოფლიო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება – ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელსაც ერთადერთი ლიდერი სახელმწიფო ჰყავდა – ამერიკა, ორპოლუსიანად იქცა ჩინეთ-ამერიკის სახით. ამის დასტური იყო გუშინ, სან-ფრანცისკოში პრეზიდენტებს შორის გამართული ისტორიული შეხვედრა.

რას მიიღებს მსოფლიო ამით და სად იქნება საქართველოს ადგილი? ალბათ ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს და პასუხიც აუცილებელია: – ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მშვიდობის სასარგებლოდ, უკვე მოჰყვა პირველი ნაბიჯი ამერიკის მხრიდან – სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტში დაფინანსება აღარ გამოუყო უკრაინას და ისრაელს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის პერიოდი უნდა დასრულდეს და მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყოს სახელმწიფოებმა…

ამერიკაც და ჩინეთიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან. გუშინდელი დღის შემდეგ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია.

რაც შეეხება რუსეთს, ის ნელ-ნელა კარგავს პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში და იზრდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის შანსები მშვიდობიან ვითარებაში და არა ომის პირობებში, როგორც ამას გვთავაზობდნენ.

მსურს ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, საქართველო აუცილებლად იქნება სუვერენული, ეკონომიკურად ძლიერი და რაც მთავარია, ერთიანი სახელმწიფო. ეს იყო და არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისია და ამ გზას ბოლომდე მივიყვანთ, როგორი შეურაცხმყოფელი პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ ჩვენს წინააღმდეგ ოპონენტებმა.

სახელისუფლებო გუნდის სწორი, მშვიდობიანი და გამჭრიახი პოლიტიკა იმდენად ხილულია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ამის უარყოფა და გადაფარვა უკვე შეუძლებელია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

 

‼️შეუძლებელია არ შევეხო ამერიკაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას და…

Posted by დიმიტრი ხუნდაძე /Dimitri Khundadze on ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2023

 

„ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინის ომის ან „მაიდნის“ განმეორებას საქართველოში. შეეგუოს ყველა, საქართველოში რევოლუცია არ იქნება!“ – დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე ოპოზიციაზე: „სულს ღაფავენ.. საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალაო და 800 მილიონს განხილვის დროს ინაწილებდნენ“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები